19 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
არჩევნებამდე 3 დღით ადრე აუდიტის სამსახური პარტია "გირჩს" სასამართლოში უჩივის

არჩევნებამდე 3 დღით ადრე აუდიტის სამსახური პარტია "გირჩს" სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება "გირჩი ტვ"-ში გასულ პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც აღნიშნულ პარტიას ეკუთვნის. ზურა ჯაფარიძის თქმით, ამ მასკარადით მას არჩევნებამდე დროს აკარგვინებენ და იგი უარს ამბობს დაკისრებული 1600 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაზე. აუდიტის სამსახურმა კი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"აუდიტის სამსახური გვედავება, რომ გირჩი ტვ რომელიც არის ჩვენი ტელევიზია, გაუშვა გირჩის უფასო რეკლამა და ამ რეკლამის ღირებულება იყო 828 ლარი და ითხოვენ რომ ჩვენ დაგვაჯარიმონ ორმაგი ოდენობით. სასამართლო პროცესზე არ ვაპირებ დასწრებას იმიტომ რომ ეს იქნება მასკარადში მონაწილეობა. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაესწრონ, იმიტომ რომ სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში მათ დაეთანხმება, ამიტომ იქ ჯდომას და კამათს არანაირი შინაარსი არ აქვს, შემიძლია ახლავე ვთქვა, რომ ამის გადახდას არ ვაპირებ," - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ

დღის ამბები