19 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
სიცრუის დეტექტორი სამსახურის სანაცვლოდ - არღვევენ თუ არა კერძო კომპანიები ადამიანის უფლებებს

"რადიო თავისუფლების" მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ნაჩვენებია მეთოდი, რომელსაც დასაქმებულებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით კომპანიების ხელმძღვანელობა მიმართავს.

როგორც ირკვევა, კერძო სამსახურებში სულ უფრო იკიდებს ფეხს პრაქტიკა, რომ დამსაქმებელი თანამშრომლისგან საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით ე.წ სიცრუის დეტექტორს იყენებენ. 

მზარდია იმ ფირმების რაოდენობაც, რომლებიც კერძო კომპანიებს მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევას სთავაზობს. მათ შორის არის "სიცრუის დეტექციის ცენტრიც". მხოლოდ ეს კომპანია წელიწადში ასობით ადამიანს ტესტავს.

მედიის მიერ გამოვლენილ ფაქტში დისკრიმინაციულ ნიშნებთან ერთად ქვეყნის კონსტიტუციისა და ადამიანის თავისუფლების დარღვევასაც ხედავენ მესამე სექტორში.

დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე სექტორი სახალხო დამცველსაც მიმართავს – უზრუნველყოს სიცრუის დეტექტორის გამოყენების პრაქტიკის კანონიერების შესწავლა.

დღის ამბები