ძებნის მეცხრე დღე სამეგრელოში. 32 წლის ბადრი ესებუას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ოჯახში პირველი კომენტარი გაკეთდა მედიაში გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ესებუა ქუჩაში.
ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა ამტკიცებს, რომ ვიდეოკადრები, რომელიც მედიაში გავრცელდა ძველია და მასში ასახული კადრებია სპეცოპერაციამდე ორი დღით ადრეა გადაღებული. ამის დასადასტურებლად, ესებუას მამამ მიიღო გადაწყვეტილება, მედიისთვის სწორედ ის ტანსაცმელი ეჩვენებინა, რომელიც გავრცელებულ კადრებში ბადრი ესებუას აცვია.
სად არის კონკრეტულად ეს კადრები გადაღებული, მისთვის უცნობია. ოჯახის წევრებისთვის ისევ უცნობია, სად იმყოფება ამ დროისთვის ბადრი ესებუა. ძებნის ოპერაციას სამართალდამცველები განაგრძობენ