"კურიერის" ინფორმაციით, ბადრი ესებუას ვიდეოკადრების ნაწილი, სენაკის მუნიციპალიტეტის, ჯორჯაძის ქუჩაზე არსებული კამერებითაა გადაღებული, მეორე ნაწილი კი, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდზე დამაგრებული გარე კამერებიდან.
დღეს, შსს-მ გავრცელებულ კადრებზე, სადაც ბადრი ესებუა ჩანს, სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კადრებში, სადაც ბადრი ესებუა ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება, ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება.