რიონის ხეობის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ნამოხვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეს. მეოთხე დღეა მათ კარვები გაშალეს და ადგილზე მორიგეობენ.
მათი თქმით, ჰესი მთელს ხეობას და მათ შორის ქუთაისს საფრთხეს უქმნის, ამიტომ მის მშენებლობას არ დაუშვებენ.
ადგილობრივებს, ეკოლოგები, სეისმოლოგები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ. მათ ხეობაში მსვლელობა მოაწყვეს და ტექნიკის გაყვანა მოითხოვეს.