19 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
2002 წლიდან ენმ-ს წინააღმდეგი ვარ, თუმცა ამას კავშირი არ აქვს ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციასთან - ლადო ბოჟაძე ოპოზიციის ბრალდებაზე 

ოპოზიციის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც "ქართულ ოცნებას" გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე პასუხობს. 

ის ღიად აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2002 წლიდან "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგია, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ მის პოლიტიკურ განწყობას კავშირი არ აქვს მის არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობასთან. 

"ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2011 წელს შეიქმნა, მანამდე, ვიდრე "ქართული ოცნება" საერთოდ იქნებოდა პოლიტიკაში. არაფერი დასამალი არ არის, რომ 2002 წლიდან ვარ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, ეს ჩემი პოლიტიკური პოზიციაა და ცნობილია, თუმცა, ამას არ აქვს კავშირი ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციასთან. მთელს ოპოზიციას პირობას ვაძლევ, რომ არ მოატყუონ არავინ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდება,"- განაცხდა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ.

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.  

დღის ამბები