19 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ე.წ. მატროსოვის ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ე.წ. მატროსოვის ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება. შეხვედრის მიზანი, საქმეში არსებული მასალების კიდევ ერთხელ განხილვაა.

როგორც ადვოკატმა ივერი მელაშვილთან შესვლამდე განაცხადა, საქმეში დავით გარეჯის თემა ხელოვნურად არის შემოტანილი.

"8 ტომიან საქმეში არ არის არანაირი დოკუმენტი, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს. თუმცა, ამ საქმეში დავით გარეჯის თემა ხელოვნურად არის შემოტანილი, რომელსაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები აქტიურად ეხმაურებიან. ასევე, ბრალდების მხარეც ამაზე აპელირებს, მაშინ, როდესაც დავით გარეჯის მონაკვეთზე კომისიას არანაირი შეთანხმება არ მიუღწევია და დღესაც ეს ტერიტორია ღია არის,"- აცხადებს  ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

დღის ამბები