გორში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვა და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.
"შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ, საქართველომ დაკარგა პატრიოტი ადამიანები, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს! დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას,"- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გორში გვიან ღამით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაჩერებულ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. აღნიშნული მიკროავტობუსით "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში ბრუნდებოდნენ.