"ლეიბორისტული პარტია" ერთ-ერთია იმ ოპოზიციური პარტიებიდან, რომელმაც დღეს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რის მიხედვითაც პირობა დადო, რომ "ქართულ ოცნებასთან" ერთად კოალიციას არავითარ შემთხვევაში არ შექმნის.
პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ამით ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ერთიანობისკენ კიდევ ერთი "გრანდიოზული ნაბიჯი გადადგა".
"მოხდა ის, რასაც ჩუმის ნატვრითა ნატრულობდა ყველა ქართველი დღევანდელ ისტორიულ ეტაპზე, სადაც ჩვენ წინ, ხვალ გველოდება დიდი დიდგორი, სადაც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. აი, ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა კიდევ ერთი ისტორიული, გრანდიოზული ნაბიჯი გადადგა ერთიანობისაკენ,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 11-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც დაიდო პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ შექმნიან.