დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ქვეყანაში ეპიდვითარება შეაფასა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სტაბილიზაციის პირველი ნიშნები გამოიკვეთა. თუმცა, გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდის შემთხვევებმა ისევ მოიმატოს.
"პირველი ნიშანია, შეიძლება ითქვას, სტაბილიზაციის, მაგრამ მაინც ალბათ ზრდა შესაძლებელია, იყოს. ამინდი კარგია, ეს მოქმედებს, თბილა ჯერჯერობით და გაიზარდა ქვეყანაში კულტურა პირბადის ტარების," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ნიღბის ტარება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. მისი ინფორმაციით, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერმაც ისაუბრა.
ეპიდემიის კუთხით ვითარებას სტაბილურად აფასებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეც. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მკვეთრი მატება არ შეინიშნება.
"სტაბილურია სიტუაცია, მე ასე შევაფასებდი. არ გვაქვს მკვეთრი მატება, საბედნიეროდ. ჩვენი გაანგარიშებით, მოსახლეობამ ცოტა უფრო მეტად დაიწყო წესების დაცვა, ანუ ნიღბების ტარება და დისტანციის დაცვა. დღეს გაციებით მიმდინარე დაავადებები დაახლოებით ზუსტად ისეთივეა, როგორიც შარშან და შარშანწინ, ოღონდ ყველა სხვა ვირუსი ჩაანაცვლა კოვიდმა, გარდა რინოვირუსებისა, ეს არის, ძირითადად, სურდოთი რომ მიდის, ის ვირუსებია, მსუბუქად მიმდინარე. ანუ, ფაქტობრივად, ზუსტად ისეთივე ავადობაა, როგორიც იყო შარშან ამ დროს, შარშანწინ ამ დროს, თუმცა გაციების მაგივრად კოვიდია,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.