ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს ონლაინკლინიკის პრეზენტაცია გაიმართება.
მინისტრის თქმით, ონლაინკლინიკა მეორე კვირაა, რაც სატესტო რეჟიმში მუშაობს და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 22 000-ზე მეტ საქმეს გაართვა თავი წარმატებით.
"25 კლინიკა გვყავდა ჩართული უკვე გაზაფხულზე იმისათვის, რომ ჩვენ ბინაზე გვემართა პაციენტები და აქედან გამომდინარე, ეს პრაქტიკა არსებობდა. ონლაინკლინიკა უკვე მეორე კვირაა, სატესტო რეჟიმში მოქმედებს და დღეს ვგეგმავთ ონლაინკლინიკის პრეზენტაციას. მათ ბოლო ერთი კვირის მანძილზე 22 000 საქმეზე მეტი მართეს, საიდანაც 16% საქმეების იყო პრობლემატური. მიუხედავად ამისა, მათ წარმატებით გაართვეს ამ პაციენტების ბინაზე მართვას თავი," - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.