19 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში საქართველოში ჯამში 57 ონლაინკლინიკა ამუშავდა

COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში საქართველოში, ჯამში, 57 ონლაინკლინიკა ამუშავდა. კოვიდით დაინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობას კოვიდსასტუმროებში ან სახლში გადიან, უკვე აქვთ შესაძლებლობა მათთვის საჭირო ონლაინდახმარება კლინიკაში დასაქმებული ოჯახის ექიმებისგან მიიღონ.

მკურნალობის გარდა, კლინიკას მონიტორინგის ფუნქციაც გააჩნია, რაც პრობლემური შემთხვევების მართვას და ხარისხს გააკონტროლებს.

"ონლაინკლინიკა, რომელიც მიზანმიმართული არის იმისკენ, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ოჯახის ექიმების შემთხვევების მართვა ჩვენი პაციენტებისთვის, ვინც ბინაზე გადიან კოვიდინფექციის მართვის მოდულს. 22 000-ზე მეტი ზარი და შემთხვევა აქვს დამუშავებული, საიდანაც 13 000 საქმე იყო კერძოდ ოჯახის ექიმის საქმე. გამოვლინდა 16% პრობლემური შემთხვევა, რომელიც გადმოტანილი იქნა ოჯახის ექიმზე ონლაინკლინიკაში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები