19 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ვერ წავალთ ჩვენი პარტნიორი მხარის წინააღმდეგ - ცესკოს თავმჯდომარე სალონიკში საარჩევნო უბნების გაუქმებაზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, სალონიკში ყველანაირი ტიპის შეკრებაა აკრძალული და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ ადგილას ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

თამარ ჟვანიას თქმით, ქვეყანა ვერ წავა პარტნიორი მხარის წინააღმდეგ.

"ნარინჯისფერი ზონიდან სალონიკი გადავიდა წითელ ზონაში. მეოთხე საფეხურზე მყოფი ქვეყნებისთვის კი დაწესებული ზომები და სხვა შეზღუდვები ითვალისწინებს მოქალაქეების ნებისმიერი ტიპის, ნებისმიერი რაოდენობით შეკრების აკრძალვას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ წავალთ ჩვენი პარტნიორი მხარის წინააღმდეგ. ამავდროულად, ვენის კონვენცია პირდაპირ გვავალდებულებს, რომ პატივი ვცეთ ადგილობრივ წესებს და კანონმდებლობას. საერთოდ ყველანაირი შეკრებაა აკრძალული," - განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

დღის ამბები