19 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
"ხმა ჩააწყვეტინეთ ნაცებს და ოპოზიციონერებს ნუ ალაპარაკოთო, ამაზე გამოვთქვი პროტესტი და დაიწყო დაპირისპირება - გიორგი წიკლაური გლდანის ინციდენტზე 

გლდანში 79-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მონაწილე გიორგი წიკლაური რომელიც "ანტიკორუფციულ მედიაცენტრს" წარმოადგენს, განმარტავს, რომ ინციდენტში მონაწილე მეორე მხარე აქტიურად სკანდირებდა - "ნაცებს" ხმა ჩაეწყვიტათ".

რაზეც თავად გიორგი წიკლაურმა პროტესტი გამოთქვა, მის რეაქციას კი დაპირისპირება მოჰყვა.

"ხმა ჩააწყვეტინეთ ნაცებს და ოპოზიციონერებს, ნუ ალაპარაკებთო, როდესაც პროტესტი გამოვთქვი პოლიცია მომვარდა და რატომღაც დამაკავეს მე,"- განაცხადა გიორგი წიკლაურმა.

დღის ამბები