"ადამიანის უფლებათა ცენტრის" 15:00 საათის მონაცემებით, დარღვევები გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით.
ასევე, შემაშფოთებლად შეაფასეს უბნის ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა იმ ფონზე, რომ 25 მ რადიუსით აიკრძალა პარტიათა კოორდინატორების ყოფნა.
მათი დაკვირვებით, 15:00 საათის მონაცემებით დარეგისტრირებულია 15 საჩივარი და 40-მდე შენიშვნა.
ბოლნისი #14 ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება, რამაც გამოიწვია არეულობა;
წყალტუბო #22 ყუთის ზედამხედველმა ერთ ამომრჩეველზე გასცა 2კონვერტი და ამომრჩეველმა ცალ-ცალკე ჩადო მაჟორიტარული და პროპორციული სიის ბიულეტენები;
ქუთაისი #23 ნაკადის მომწესრიგებელი არ არეგულირებდა ნაკადს;
გარდაბანი ქესალოს #64
ბათუმი #28 პარტიულო დამკვირვებელი ინიშნავდა ამომრჩევლების სახელებს და გვარებს;
ბოლნისი #14 დილიდან უბანზე იყო ქაოსი;
მარნეული #13 ამომრჩევლთა რაოდენობა ისე მიუთითა რომ არ ჰქონდა უბნის თავმჯდომარეს დათვლილი ხელმოწერები;
სანიტარულ ჰიგიენური მოთხოვნების უხეში დარღვევა, პანკისის მე-18 და მე-5 უბანზე;
ზეწოლა humanright.ge-ს ჟურნალისტზე ბოლნისის 51-ე უბანზე;
ბათუმი #28 რეგისტრატორმა მარკირება გაუკეთა იქამდე, ვიდრე სიაში მოძებნიდა;
პანკისის ხეობა #24 უბანზე დაფიქსირდა სიტყვიერი დაპირისპირება;
ბოლნისი სოფ. სავანეთი #51 15წუთის დაგვიანებით დაიწყო;
გორი #62 სოფ. ტირძნისი ხმის მიცემის უფლება ირღვეოდა;
ადიგენი #17 უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" 3 წარმომადგენელი ნახევარი საათის განმავლობაში;
ბოლნისი #14 კაბინაში ფოტოს გადაღება დაფიქსირდა;
პანკისის ხეობა #10 მე-3 რეგისტრატორმა დატოვა სამუშაო მაგიდა და გადააბარა საციით მარგოშვილს.