“ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი მარნეულში, აჰმედ იმამკულიევი მარნეულის მესამე საარჩევნო უბნის გაუქმებასა და ხმების ბათილად ცნობას მოითხოვს.
როგორც იმამკულიევმა ჟურნალისტებს უთხრა, მესამე უბანზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა ე.წ. სომხური კარუსელი.
რაც შეეხება ზოგადად არჩევნების მიმდინარეობის პროცესს, იმამკულიევის განცხადებით, დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილას ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, თუმცა "ევროპული საქართველოს" კანდიდატი ამომრჩევლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს