23 დეკემბერი 2024,   09:44
ვრცლად
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შედის -Survation-ის ეგზიტპოლი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, 20:00 საათზე ხმის მიცემა შეწყდა. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" წარმოგიდგენთ ეგზიტპოლის შედეგებს, რომელიც ბრიტანულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაცია  Survation-მა ჩაატარა. ცდომილება 1.2%-ია.

აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს 17:30 საათის შედეგებს, რომლის მიხედვითაც  საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში  შედის 9 პოლიტიკური სუბიექტი.

Survation-ის ეგზიტპოლის შედეგად შედეგები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 52.26%

საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"" -25.33%

"ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 4.20 %

"გირჩი" - 3.52 %

"ლელო - მამუკა ხაზარაძე" - 2.61%

საარჩევნო ბლოკი  "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" -2.37%

"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" -2.29%

"შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 1.22%

"ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" - 1.02 %

დღის ამბები