19 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
დაკავებულია ცნობილი კრიმინალი გლდანის ჩხუბში მონაწილე ირაკლი ეძგვერაძე, ზედმეტსახელად "ჭყიპინა" - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მდინარაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. 

ამას გარდა, მამუკა მდინარაძე გლდანში მომხდარ დაპირისპირებასაც ეხმაურება. 

"უკვე წყალი არ გაუვა იმას, რომ გამარჯვება ქართული ოცნების, რაც ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს, არის გარდაუვალი, ოღონდ ამას სჭირდება ბოლომდე მაქსიმალური აქტიურობა ჩვენი მხარდამჭერების და ამომრჩევლების, რომ ბოლომდე 20:00 საათის ჩათვლით გავაფორმოთ ეს გამარჯვება. ამ შემთხვევაში, თუ კიდევ იგივე, ანალოგიური აქტიურობა იქნება ქართული ოცნების მხარდამჭერებს და ამომრჩევლების მხრიდან, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც ალბათ ბევრს ვერც კი წარმოუდგენია.

რაც შეეხება კონკრეუტლად გლდანს, როგორც მოსალოდნელი იყო და ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით ამის შესახებ, რამდენიმე დღის განმავლობაში, გლდანში მოსალოდნელი იყო ძალიან მძიმე პროვოკაციები და არა მხოლოდ გლდანში, რამდენიმე ლოკაცია დავასახელეთ ჩვენს მიერ გამართულ ბრიფინგებზე.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ნაცმოძრაობის შტატებიდან, რომ ისინი გლდანის რაიონში აპირებდნენ ზონდერების მობილიზებას და მათ გააქტიურებას. ჩვენი ვარაუდი და ინფორმაცია, რომელიც გვქონდა ნაცმოძრაობის შტაბიდან, გლდანის შტაბიდან ამ შემთხვევაში კონკრეტულად, 100%-იანი სიზუსტით გამართლდა. გლდანში ჰქონდა ადგილი ნაცმოძრაობის კანდიდატის, ნიკა მელიას მთავარი ზონდერის, ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს არა ერთ ლოკაციაზე და არა ერთ უბანზე. ის და მისი ზონდერ ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უბნებზე სიტუაციის გაკონტორლებას, ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის ხმის მიცემის პროცესში. ეს პირველ რიგში გამოიხატებოდა გადაადგილებაში, ყოველ წუთში ისინი ცდილობდნენ, რომ სხვადასხვა უბნებთან ყოფილიყვნენ მობილიზებული და პირდაპირი შეურაცხყოფა მიეყენებინათ ქართული ოცნების არა აქტივისტებისთვის, არამედ ამომრჩევლებისთვის.

მთელი დღის განმავლობაში, საზოგადოებას ნაც მოძრაობის ტელევიზიებიდან  მხრიდან ესმით რომ ქართულ ოცნებას თითქოს მობილიზებული ჰყავს ე.წ. ძველი ბიჭები და ა.შ. მე მინდა კონკრეტული ადამიანის შესახებ გითხრათ. ეს არის ცნობილი კრიმინალი, კრიმინალური ავტორიტეტი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია იმ ჩხუბში მონაწილეობისთვის. მას ზედმეტ სახელად ჰქვია ჭყიპინა და გლდანში ამ ადამიანს ყველა იცნობს როგორც ე.წ. ძველ ბიჭს და ავტორიტეტს. არ ვიცი ჭყიპინების იმედზე თუ არიან ნაც მოძრაობის წარმომადგენლები. უტყუარი ინფორმაციით, მათ უკვე აქვთ ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ისინი პირწმინდად აგებენ არჩევნებს და ისინი გადასულები არიან იმ მოქმედებებზე, რომლის თაობაზე ჩვენ მოვიპოვეთ წინა დღეებში ინფორმაცია და წინა დღეებში და დღესაც ამის შესახებ ვაფრთხილებდით ქართულ საზოგადოებას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

 

 

 

 

დღის ამბები