აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განცხადება "ქართული ოცნების" აჭარის ოფისში გააკეთა და აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე რაიმე სახის მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
თორნიკე რიჟვაძის თქმითვე, "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციას გეგმავს.
"აჭარაში საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს დესტრუქციულ მოქმედებებს. გვაქვს ამის ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ მშვიდად გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.