19 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ამ დროისათვის, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შემოსულია 16 საჩივარი - ნესტან ნაკაშიძე

უსკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნესტან ნაკაშიძე აცხადებს, რომ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ამ დროისთვის, სულ 16 საჩივარია შესული, აქედან 11 ბათუმში დაფიქსირდა.

საჩივრების დიდი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

"ამ დროისათვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, შემოსულია 16 საჩივარი. ბათუმშია 11, ქობულეთში-1, ხოლო 30-ე ოლქში 5 საჩივარია. საჩივრებიდან ძირითადი ნაწილი ეხება პროცედურულ ხარვეზებს. პრობლემები ადგილზე არის აღმოფხვრილი. ამ საჩივრების შესწავლა მიმდინარეობს და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება,"- განაცხადა ნესტან ნაკაშიძემ.

დღის ამბები