"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, ისინი გამარჯვების აქციისთვის ემზადებიან. მათი განცხადებით, ადგილზე ეგზიტპოლის შედეგებს მხარდამჭერებთან ერთად მოუსმენენ და შემდგომ გააკეთებენ განცხადებებს.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მათ თბილისში გაიმარჯვეს.
"აქ არ არის საუბარი ვარაუდებზე, აქ არის საუბარი კონკრეტულ ციფრებზე. ჩვენ კი არ ვწინასწარმეტყველებთ, ჩვენ ვენდობით იმ მონაცემებს, რაც მოგვდის კონკრეტული უბნებიდან. ოპოზიცია იგებს დამაჯერებლად, ეს არის ფაქტები და ახლა ჩვენ ახლა ყველა ველოდებით ეგზიტპოლების გამოცხადებას. ვიგებთ თბილისშიც, სხვა დიდ ქალაქშიც და ახლა საუბარია კონკრეტულად როგორი იქნება ეს გამარჯვება, რა ციფრები იქნება," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.