ვითარების დაძაბვა საარჩევნო უბნების ნაწილზე დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს გამოძიება რამდენიმე სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე.
დაახლოებით 4 საათისთვის დაპირისპირება დაიწყო გლდანში 179-ე უბანთან, რასაც პოლიციის ათეულობით ეკიპაჟების მობილიზება მოყვა. დაპირისპირება გლდანში რამდენჯერმე განახლდა. ერთმანეთს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დაუპირისპირდნენ.
საარჩევნო უბანთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები იმყოფებოდნენ. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.