19 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
20:00 საათის მონაცემებით არჩევნებში ამომრჩევლის 56,11%-მა მიიღო მონაწილეობა - ცესკო

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 20:00 საათის მონაცემებით არჩევნებში ამომრჩევლის 56,11%-მა მიიღო მონაწილეობა.

"ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე, წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისათვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 970 540-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56,11%-ია.

ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც აქტივობამ შეადგინა 63.8%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ ქვემო ქართლის რეგიონშია - 51%", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, საღამოს 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო იმ უბნებზე, სადაც  ამომრჩევლები რიგში იყვნენ, მათ ხმის მიცემის საშუალება მიეცათ. მისივე ცნობით, 127 სპეციალურ უბანზე გადასატანი ყუთი 21:00 საათამდე დაბრუნდა.

დღის ამბები