08 სექტემბერი 2026,   17:56
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს - მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს "ლელოს", "ნაციონალური მოძრაობისა" და საიას სარჩელებზე. მთავარი დარღვევა, რასაც მოსარჩელეები აპროტესტებენ, საარჩევნო ოქმებში არსებული დისბალანსია. ისინი საეჭვო უბნების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ. პროცესებმა საქალაქო სასამართლოში მას მერე გადაინაცვლა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობოების ეს სარჩელები არ დააკმაყოფილა.

ადვოკატი ლაშა ბერიშვილი შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და შედეგების ხელახლა გადათვლას მოითხოვს. მისივე განმარტებით, უნდა არსებობდეს საარჩევნო კოდექსის თანახმად ისეთი დოკუმენტი რის საფუძველზეც დგება შესწორების ოქმები, სხვა შემთხვევაში იურისტის თქმით, ექვემდებარება გადათვლას.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი ლევან სამუშია აცხადებს, რომ სასამართლომ მათი საჩივარი არ განიხილა.

დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც 31 ოქტომბერს არჩევნების დღეს დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ძალიან აქტიურად საუბრობენ. საკითხთან დაკავშირებით დღეს სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა "ლელოს" ოფისშიც, სადაც ისაუბრეს სამეგრელოს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ოპოზიციის მხრიდან და მათ ისაუბრეს იმ დარღვევებზე, რომელიც არჩევნების დღეს იყო დაფიქსირებული.

როგორც პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი თამარ ბელქანია აცხადებს, რომ არჩევნები პროცესშივე გაყალბდა, იყო მოსყიდვის ფაქტები. თამარ ბელქანიას თქმით, მისი პრესს მდივანი დააშინეს და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. როგორც თამარ ბელქანია აცხადებს, ევროდამკვირვებლებმა აღნიშნული ფაქტი საკუთარ რაპორტებშიც შეიტანეს.

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, გაერთიანებული ოპოზიციის "ენმ - ძალა ერთობაშია" წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ პროპორციული უბნების რაოდენობა, რომლებშიც ბალანსი არ ჯდება 986-ს შეადგენს, ხოლო აღნიშნულ უბნებზე გამქრალი ხმების რაოდენობა კი 4 025-ს შეადგენს, პროპორციულში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა - 63 335; აღნიშნულ უბნებზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა - 597 633, 597 633 ადამიანის ხმის დათვლის შესაძლებლობა სადაოა.

დღის ამბები