სასამართლო, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირის მიმართ, მტკიცებულებების განხილვის ეტაპზე გადადის. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუმცა პროკურატურაში ამ ეტაპზე მსგავს შეთანხმებაზე საუბარს საერთოდ უარყოფენ.
სავარაუდოდ, დღესვე უნდა მოხდეს 3 საბურთალოელის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა. ბრალდებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
"საქალაქო სასამართლოში საბა ჩხარტიშვილისა და სხვათა მიმართ, სისხლის სამართლის საქმის განხილვა და ბრალდების მხარის გამოკვლევით,"- აცხადებს საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე.