06 სექტემბერი 2026,   11:55
ვრცლად
სასამართლომ "მიხაილოს" პატიმრობაში დაბრუნების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრობაციის სააგენტოს მოთხოვნა მიხეილ თოდუას შინაპატიმრობის პატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობის ვადა გაზარდეს 2 საათით და მას შინიდან გასვლა 19:00-08:00 საათამდე აეკრძალა.

მუსიკოსი მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო, სასჯელს საპატიმროში იხდიდა. საბოლოოდ, თოდუამ საპატიმრო დაწესებულება 2019 წელს დატოვა, ხოლო დარჩენილი ვადა შინაპატიმრობით შეეცვალა.

შინაპატიმრობის პირობებში ის ვალდებულია, ატაროს ელექტროსამაჯური და საღამოს 9 საათის შემდეგ სახლიდან არ გავიდეს. ღონისძიებებზე დაკვრის შემთხვევაში კი, პრობაციის სამსახურს უნდა მიმართოს.

მიხეილ თოდუას თქმით, მას 13-14 და 17 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა საპატიოდ არ ჩაუთვალეს, 17 ოქტომბერს მან "გირჩის" პარტიულ ღონისძიებაზე, ღამის ათი საათის შემდეგ დაუკრა. მუსიკოსი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 

დღის ამბები