17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ოპოზიციამ აჭარის მთავრობის სახლთან შემაჯამებელი ოქმების ასლები განათავსა

ხმაური და დაპირისპირება იყო აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შემაჯამებელი ოქმების ასლების გამოფენას ცდილობდნენ.

ოპოზიციას აჭარის მთავრობის სახლთან თოკის გაბმა და მასზე ოქმების განთავსება სურდა, რის საშუალებაც მათ თავდაპირველად სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის სახლთან ოქმები მაინც განათავსეს და აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

ამ დროისთვის, მთავრობის სახლთან სიმშვიდეა. შეგახსენებთ, ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი 4 დღეა ღამეს აჭარის მთავრობის სახლთან კარვებში ათენებს.

დღის ამბები