25 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 მოსამართლე დანიშნა - ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო კლანზე საუბრობს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის წესით 36 მოსამართლე დანიშნა. შერჩევა გუშინ გვიან ღამით დასრულდა.

მოსამართლეთა ის ნაწილი, რომლებსაც სასამართლოში მუშაობის სამ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ, უვადოდ, ნაწილი კი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდა.

საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საბჭოს წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული თუ რომელ მოსამართლეებს დანიშნავდნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კარგი მოსამართლე დაინიშნა, საკმარისი არ არის, რადგან ძალიან მცირე რაოდენობაა და ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ როგორც წინა კონკურსებში, ახლაც გამოიკვეთა ტენდენცია, რომ წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები და ისე აძლევდნენ ხმას კანდიდატებს, რის გამოც სამართლიან გადაწყვეტილებაზე საუბარი ზედმეტია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კლანი არსებობს, კლანი თავის ინტერესებს ატარებს და სისტემა არის ჩაკეტილი,"- აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

დღის ამბები