19 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
საგანმანათლებლო ასოციაციის წევრები მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ - მათი განცხადებით, შეზღუდვებმა კერძო ბაღები ყველაზე მეტად დააზარალა

საგანმანათლებლო ასოციაცია "ნათის" წევრები მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ. ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, საგანმანათლებლო სექტორში კოვიდრეგულაციების გამო ყველაზე მეტად კერძო ბაღები დაზარალდნენ. ასოციაციის წევრები მთავრობის გადაწყვეტილებას კერძო ბაღებთან მიმართებაში დისკრიმინაციულს უწოდებენ.

"ყველაზე მეტად საგანმანათლებლო სექტორში დაზიანდა და ყველაზე მეტი ზიანი მიადგა კერძო ბაღების სეგმენტს. ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა კოვიდთან მიმართებაში და გარკვეულწილად მთავრობის რეგულაციებს ვითვალისწინებთ და არ ვფუნქციონირებთ, თუმცა მთავრობის მხრიდან არ ჩანს ის პასუხისმგებლობა, რას სთავაზობს ამ სეგმენტს, რომელიც ფაქტობრივად კოვიდპანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა.

რამდენიმე შეხვედრა გაიმართა უწყებათაშორის საბჭოზე, არც ერთ შეხვედრაზე ჩვენი მოწვევა არ მოხდა. ვითხოვთ, რომ შეგვხვდნენ, გაგვაგებინონ, რას უპირებენ 30 000 დასაქმებულ პერსონალს ამ სექტორში და მეორე - რა შეღავათები და დახმარებები იგეგმება მთავრობისგან, რა დააშავეს კერძო ბაღების პედაგოგებმა და იმ ბავშვებმა, რომლებიც საჯარო ბაღში არ სწავლობენ და კერძო ბაღებში დადიან!? ეს არის გარკვეულწილად დისკრიმინაციული მიდგომა,"- განაცხადა საგანმანათლებლო ასოციაცია "ნათის" პრეზიდენტმა.

დღის ამბები