08 სექტემბერი 2026,   17:59
ვრცლად
ყაჩაღობის მცდელობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - ერთ-ერთ ოჯახში გვიან ღამით 4 ნიღბიანი პირი შეიჭრა

ყაჩაღობის მცდელობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში - ოთხი ნიღბიანი პირი გვიან ღამით ლილუაშვილების ოჯახში შეიჭრა. ისინი მუქარის ძალით თანხის წაღებას ცდილობდნენ.

ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, მათ წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, ხმაური ატეხეს და დახმარება ითხოვეს, რაზეც მძარცველები გაბრაზდნენ, ჰაერში გაისროლეს და გაიქცნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები