ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2501 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 164 976-ს შეადგენს. ამასთან, გამოჯანმრთელდა 3988 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1267, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6963, კოვიდსასტუმროში კი 3744 ადამიანი.