სამეგრელოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ორი - 69 და 81 წლის ქალები თანმდევი დაავადებებით ზუგდიდის "ევექსის" კლინიკაში მკურნალობდნენ, რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში 95 წლის ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა, სენაკში კი, კლინიკა "სენამედში" ვირუსს 71 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდკლინიკაში 287 პაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით 591 მოქალაქე გარდაიცვალა, საკარანტინო ზონებში კი 117 მოქალაქეა მოთავსებული.
დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 177 ადამიანს დაუდასტურდა.