სოფელ ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდებისთვის სპორტული აქტივობებისთვის სივრცე მოეწყობა. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მას კოორდინაციას საქართველოს სამშვიდობო ორგანიზაცია "ქართლი" უწევს.
ორგანიზაციის მიზანია კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესება და ახალგაზრდებს შორის აქტივობების დაგეგმვა. სამშვიდობო ორგანიზაცია ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ მიწის ფართობის გადაცემის მოლოდინშია, რომლის კეთილმოწყობისთვისაც მას ინვესტორები უკვე მოძიებული ყავს.