ბათუმში კიდევ ერთი ინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა. ტრავმატოლოგი შოთა ბერიძე წლების განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. ის სტაციონარში 6 დეკემბერს კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს. ექიმს გულის თანმდევი დაავადება ჰქონდა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, ქრონიკული დაავადების გამო ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის გუშინ საღამოს გარდაიცვალა.