სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გასული წლის განმავლობაში მსოფლიოში 42 ჟურნალისტი მოკლეს, - ამის შესახებ "ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის" მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ მოხსენებაშია აღნიშნული. 2020 წელს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით 235 ჟურნალისტი ციხეში აღმოჩნდა.
"ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია", რომელსაც მსოფლიოს 150 ქვეყანაში 600 000 წევრი ჰყავს, ჟურნალისტების გარდაცვალების შემთხვევებს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აღრიცხავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული წლების განმავლობაში მსოფლიოში, საერთო ჯამში, 2 658 ჟურნალისტია მოკლული.