19 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
კოვიდინფიცირებული 912 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 300 ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული 912 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 300 ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 085, აჭარაში - 369, იმერეთში - 800. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში - 398, აჭარაში - 91, იმერეთში - 228. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში - 180, აჭარაში - 24, იმერეთში - 42. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 241 - თბილისში, 457 - აჭარაში, 53 - იმერეთში. 3 004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,"- აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

დღის ამბები