წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაიცვალა. დაშავდა მეორე თანამშრომელი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
შემთხვევა დღეს დილის საათებში მოხდა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.