19 აპრილი 2024,   09:59
ვრცლად
სიღნაღში 66 წლის მამაკაცი საყარაულო ნაგებობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევა მოხდა. სოფელ ტიბაანში 66 წლის კაცი ვენახის საყარაულო ნაგებობიდან გადმოვარდა. 

"კურიერის" ინფორმაციით ხანდაზმული მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 7 მეტრის სიმაღლიდან ვარდნით მიღებული დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები