მორიგი ახალი წელი ტყვეობაში - სასტიკი რეალობა საქართველოს ოკუპირებულ მიწებზე ისევ უცვლელია.
2021-წელს გამკაცრებული შეზღუდვებით შეხვდნენ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, სადაც ჰუმანიტარული კრიზისი კვლავ მწვავედ დგას, გადაადგილება კი ისევ აკრძალულია.
ჰუმანიტარული კრიზისი სულ უფრო მწვავდება - აბსურდული ბრალდებით დაკავებული ადამიანები კი, რომლებსაც არარსებული საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან, კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩებიან. მათი დაბრუნების იმედს ოჯახის წევრები არც 2021-წელს კარგავენ.