19 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
წალენჯიხაში ტყე იწვის

წალენჯიხაში, სოფელ სქურის ტყეში ხანძარია. ცეცხლი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ორ ლოკაციაზე, 100 და 200 მეტრის სიგრძის ზოლზეა გავრცელებული. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი.

"რთული რელიეფის და ხილვადობის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მეხანძრე-მაშველებს გადაადგილება მოუწიათ ქვეითად. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგი, ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდება ქრობის სამუშაოები,"-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ხანძრის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის.

 

ფოტო: ცირა გვასალია

დღის ამბები