19 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
დღეს შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დედის პროცესი უნდა ჩაინიშნოს

დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დედის პროცესი უნდა ჩაინიშნოს. 62 წლის ქალს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 1 იანვარს, ღამით, სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს, საკუთარ შვილს, 41 წლის მამაკაცს, დანით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები