07 მაისი 2024,   05:36
ვრცლად
შეერთებული შტატების თავდაცვის ათი ყოფილი მდივანი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების პატივისცემისკენ მოუწოდებს  

შეერთებული შტატების თავდაცვის ათი ყოფილი მდივანი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, პატივი სცეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. პენტაგონის 10 ყოფილი მეთაური საარჩევნო დავაში სამხედროების ჩართვის წინააღმდეგ გამოვიდა.

ყოფილი მაღალჩინოსნები ღია წერილში აცხადებენ, რომ შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესში ჩარევა სახიფათოა და ქვეყანას კანონისა და კონსტიტუციის დარღვევისკენ უბიძგებს.

როგორც თავდაცვის ყოფილი მდივნები წერენ, არჩევნების გასაჩივრების დრო დასრულდა და ახლა უკვე შედეგების შეჯამების დროა. 

დღის ამბები