წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ხანძარს გვიან ღამემდე ებრძოდნენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაღრაში ხანძარმა 30 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. ხანძრის კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდა მუჟავის ტყეშიც. ადგილზე რთული რელიეფების გამო მეხანძრეებს მუშაობა უჭირთ.
"ცეცხლის 96 კერა იყო, მათგან 84 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებულია, ხოლო 9-ზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, თავი აარიდონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების გადაწვას, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო საცხოვრებელ სახლებს," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ.