19 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ფოთის საკათედრო ტაძარში საშობაო მსახურება ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება

ფოთის საკათედრო ტაძარში საშობაო მსახურება ღამისთევით ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. მრევლი საშობაო დღესასწაულს დისტანციის დაცვით და პირბადეებით დაესწრება.

დეკანოზმა კონსტანტინე ბურძანაძემ "რუსთავი2"-თან საუბარში განაცხადა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ტაძარში მისული მრევლი ყველა რეკომენდაციას აქამდეც იცავდა და არც შობის ღამე იქნება გამონაკლისი.

საშობაო წირვას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი აღავლენს.

დღის ამბები