03 სექტემბერი 2026,   08:53
ვრცლად
სამების ეკლესიაში მომსახურე 130-მდე პირს ტესტირება ჩაუტარდა, კორონავირუსი ორ სტიქაროსანს დაუდასტურდა

შობის დღესასწაულისთვის დაწყებული ტესტირების დროს გამოვლინდა კორონავირუსის ახალი შემთხვევები. "კურიერის" ინფორმაციით, ტესტირება ჩაუტარდა სამების ეკლესიაში მომსახურე 130-მდე პირს და მათგან  COVID-19 დაუდასტურდა ორ სტიქაროსანს. ერთი პირის შემთხვევაში კი აღმოჩნდა, რომ პაციენტს ვირუსი გადატანილი ჰქონდა უსიმპტომოდ.

"სამების მხრიდან ვინც მოგვმართა, აქედან 2 ადამიანი არის საეჭვო და ერთ-ერთს გადატანილი აქვს. მთავარია, რომ ისინი არ დასწრებულან ეკლესიაში. როგორც ვიცი, იზოლაციაში არიან. არავითარი სიმპტომი არ ჰქონიათ. ამ საკითხში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საპატრიარქო," - აცხადებს საპატრიარქოს წმ. ილია და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ვეფხია ოდიშარია.

დღის ამბები