სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2-ის" და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტი - საშობაო კონცერტი "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში ზუსტად 1 საათში დაიწყება.
კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ყველასთვის კარგად ნაცნობი საშობაო ჰანგები და 30-მდე მუსიკოსი, რომლებიც ახლა გენერალურ რეპეტიციას "რუსთავი 2-ის" საკონცერტო პავილიონში გადიან.
პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მაყურებელს ფერადი, სადღესასწაულო რეპერტუარი ელოდება.