ოკუპირებული გაგრის ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა.
ოკუპირებული რეგიონის სახანძრო სამსახური ცდილობს ხანძრის გავრცელება დასახლებულ პუნქტებზე შეაჩეროს.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია.
აფხაზური მედიის ცნობით, ადგილზე 3 სახანძრო მანქანა და 11 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
ჯერჯერობით არ არის დათვლილი თუ რამდენ კვადრატულ მეტრზეა ხანძარი გავრცელებული.