სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს. მას დაზიანება საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული. გარდაცვლილი სახლის მიმდებარედ, ყანაში, საკუთარმა მამამ იპოვა.
ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ მუხლი შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაგრძელდეს.