გვიან ღამით ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, სროლა იყო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ხატია ახალაიას ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა თვითმხილველმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მარლთსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ინციდენტში მონაწილე პირები. ფაქტზე არ საუბრობენ ადგილობრივები. ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ სოციალური ქსელით გაიგეს.