ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა. ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები ამნისტიის აქტის გადახედვას მოითხოვენ. მათი თქმით, ამნისტიის კანონში შესული ცვლილებები პატიმრების უმრავლესობას არ ეხება, რასაც აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კანონი ფართომასშტაბიანი უნდა გახდეს და ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს.
ამასთან, აცხადებენ, რომ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს. ამ დროისთვის ათამდე პატიმარი შიმშილობს და მათი რაოდენობა გაიზრდება.